საქართველოს ელჩს ყაზახეთში, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საქართველოს ელჩს ყაზახეთში, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

„ზურაბ აბაშიძეს აღენიშნება კორონა. იგი გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. თავის მხრივ, მასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც“, – ამბობენ უწყებაში.

ყაზახეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 ათასზე მეტია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 105.