ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ადგილზე,“- წერია სახდეპის ანგარიშში.