საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. დღეს, 22 აპრილს ის შეხვდება „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი ის და მაკა ბოჭორიშვილი პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.
ეუთოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებთანაც გამართავს შეხვედრებს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ფერიდუნ სინირლიოღლუ თურქეთს წარმოადგენს და ის ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.