„უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა”. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “მათ ექნებათ მისია, რომ ერთი მხრივ გააკონტროლონ და შეამოწმონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს – ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ ღიად განაცხადონ, რა არის ხელისუფლებიას მიზანი – ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ევროატლანტიკური მიმართულებით”.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ უარი უთხრა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს.