საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მაიკლ ო’ფლაერტი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

„საქართველოში მივემგზავრები, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო“, – წერს მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე.