საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე დებატები იმართებოდა.

„მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.