„საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავლი არის ის საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება:
„ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ამბობს ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული გზის არჩევანი საქართველოსთვის და ქვეყნის მეგობრებისთვის უალტერნატივოა. მისივე თქმით, ბათუმის კონფერენცია სიგნალია, იმის რომ საქართველო მარტო არაა ამ ძალისხმევაში – „მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ“, – ამბობს ზურაბიშვილი.
„ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ვალდებულება. ეს იმის მაგალითი და დასტურია, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარადაუვალი.
პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად არა მხოლოდ განვაახლებთ, ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ამ ღონისძიებას უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.