საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

პუბლიკა

26 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2022 გაიმართა.

  • ნომინანტები იყვნენ – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი)

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

  • გამოკითხვის შედეგად საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ტრიუმფის პარალელურად, სადაც კვარაცხელიამ უდიდესი როლი შეასრულა, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 6 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტი.[39] ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში — 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 მატჩში — 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.