საქართველოს ფოსტის გენერალური მდივნის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა.
ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.
შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში დღეს, 1 სექტემბერს, შევიდა.
რეესტრის თანახმად, გიორგი ერაძე უკვე არის საქართველოს ფოსტის გენერალური მდივანი.
ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
გიორგი ერაძე 1984 წელს არის დაბადებული.
საჯარო რეესტრის თანახმად, გიორგი ერაძე ამავდროულად არის შპს „სფეის კარგოს“ და შპს „კარგონავტების“ დირექტორი.
ასევე, ფლობს წილს შემდეგ შპს-ებში: „გრუპ ანდერ ამბრელა“, „ბიზნესლაბ“, „ლეგო ფუდი“, „რედ სპირიტუს“, „კარგონავტები“.