საქართველოს გაუმართლა, რომ დინამიკური, მომთხოვნი სამოქალაქო ორგანიზაციები ჰყავს - კოლონა

პუბლიკა

„ჩემი ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიკური სერიოზული ორგანიზაციები, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ვიზიარებთ, საფრანგეთი და საქართველო. თუ შემიძლია რეკომენდაცია გავაკეთო, ყველა დემოკრატიაში უნდა იმუშაოთ ერთად, უნდა მოუსმინოთ ერთმანეთის, კრიტიკაც მოვისმინოთ, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“[თარგმანი ეკუთვნის „ფორმულას“],- ამის შესახებ საფრაგნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრა გამართასაგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.