საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

პუბლიკა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რომელიც თბილისს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია, აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველომდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს ესტუმრა, ტურნეს კი თურქეთში დაასრულებს.