საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - პეტერ სტანო

პუბლიკა

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი პრესსპიკერი, პეტერ სტანო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ საკითხს და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და მისი მოვალეობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს“, – წერს პეტერ სტანო.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ხვალ 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე უნდა იმსჯელონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე.