საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროპული გზის საბოტაჟი - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროპული გზის საბოტაჟი.

„ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია. საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობში, შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებლად. ახლა არის მხოლოდ ერთი გზა, გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ქართველი ხალხი  განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. ევროკავშირის დროშის დაწვა  ვერ დაწვავს ევროპას ქართველების გულებში.

ხელისუფლებამ ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა.  ხელისუფლებაში მყოფები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ხალხი კი საკუთარ ძალას აჩვენებს.  ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი მთავრობა არ იმსახურებდეს, “- თქვა მან.