საქართველოს ლიდერები ვალდებულნი არიან, პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები - პრაისი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში  ძალადობრივ თავდასხმებს გმობს. მისი თქმით, საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოში, 5 ივლისს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.