საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია - დგებუაძე

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი  სპეციალური  სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას.  მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება,  პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე  იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.“