საქართველოს მასშტაბით ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეიზღუდება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს სპეციალური სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ახალი შეზღდვების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს დღის ბოლოდან ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეიზღუდება და მათ შორს მატარებლით მოქალაქეთა გადაყვანა. [შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.]

[მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პირადი მანქანებით გადაადგილება ქვეყნის შიგნით არ იზღუდება.]

ჩიქოვანის თქმით, ეს შეზღუდვა დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე ამოქმედდება.

მისი თქმით, შეზუღვების მიზეზი ქვეყნის შიგნით კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების პრევენციაა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 54 პირია ინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 8 პირი. ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. შუახნის ქალი გუშინ გადმოიყვანეს მარნეულიდან. ის რესპუბლიკურ კლინიკაში სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. კლინიკის დირექტორის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.