საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია - WAF

პუბლიკა

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია WAF–ისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებში ვერ დარეგისტრირდებიან.

განცხადებაში, რომელიც მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაციის მოსახსნელად ფინანსური ჯარიმები უნდა გადაიხადოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ ეს მძიმე გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში კონტრაქტის დარღვევის გამო მიიღო.

„საქართველოს ფედერაციამ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანა WAF მენეჯმენტი და WAF წევრები, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი და რეპუტაციის შელახვა მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.