საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ივლისში ორი ავიაკომპანია – „Wizz Air” და „Myway Airlines“ სპეციალურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს რამდენიმე მიმართულებით:
13 ივლისი – ვარშავა;
15 ივლისი – ბარსელონა;
17 ივლისი – რომი;
22 ივლისი – პარიზი;
28 ივლისი – ათენი;
მისი თქმით, ამ მიმართულებებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ვალდებული იქნებიან გაიარონ 14-დღიანი კარანტინი”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.