საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინის მოთხოვნა ძალაში რჩება – მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქართველო  საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის შემდეგ 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

„პუბლიკა“ მთავრობის ადმინისტრაციას და ჰკითხა ვრცელდება თუ არა 14 დღიანი კარანტინს გავლის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში თუ ისინი იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოდიან, რომლებსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით.

მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები არიან საქართველოში შემოსვლას 14 დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებ, სხვა შეთხვევაში კი კარანტინის გავლა მოუწევთ.