საქართველოს მოსახლეობის 88% აცხადებს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 36%-ს კი გადაწყვეტილი აქვს.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.