საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პუბლიკა

მსჯავრდებულთა შორის პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა გაიმარჯვა – ინფორმაციას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.

ჩემპიონატში 31 ქვეყნის 43 გუნდი მონაწილეობდა. დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით 13-14 ოქტომბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.