„საქართველოს მთავრობა, იდი ნა *უი“ - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

პუბლიკა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი Twitter-ზე წერს „საქართველოს მთავრობა, იდი ნა *უი“ და აზიარებს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის პოსტს, რომლის მიხედვითაც „საქართველოს მთავრობა ადანაშაულებს ზელენსკისა და „დესტრუქციულ“ ოპოზიციას „საქართველოს ომში ჩათრევაში“.


ტომას ჰენდრიკ ილვესი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტთაგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.

2008 წელს ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ასევე დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად.