პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ბალტიის ერთ-ერთ სახელმწიფოს, კერძოდ, ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე.
„დღეს, როცა ასე მძვინვარებს პანდემია, როცა ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველომ დაკარგა 1600-მდე ადამიანი. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე. კერძოდ საუბარია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე.
მაშინ, როცა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ მაღალ ნიშნულზე მიეყვანა მასწავლებლების ვაქცინაცია, რატომ არ შეიძლებოდა რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.