საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ამ არჩევანის, ღირებულებების ერთგული იქნება.
საქართველოს ევროპული მისწრაფება გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც იყო და არის მრავალფეროფანი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. დაე, სულ მალე გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამიინ!”, – ნათქვამია განცხადებაში.