საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა

პუბლიკა

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და გაიმარჯვა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 28:17 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულის ტიტული და „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ მოიგო, რომელიც ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება ხოლმე.