მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბათუმში შვედეთს უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა.
მატჩის ორივე გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე B ჯგუფში გამოსვლა 7 ქულით დაასრულა, კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს გადაუსწრო.