საქართველოს ნარკოპოლიტიკის თემაზე Online-მუზეუმი – drugpolicy.ge გაიხსნა.
ექსპოზიციაში თავმოყრილია საქართველოს ბოლო 20 წლის ნარკოპოლიტიკის ისტორია, სფეროში განვითარებული მოვლენები. ვებგვერდზე გაეცნობით ნარკოპოლიტიკის მსხვერპლთა ისტორიებს, ასევე საკანონმდებლო რეგულაციებსა და ინფორმაციას ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ.
„საქართველოში ნარკოპოლიტიკის განვითარების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში თავმოყრილი არ არსებობდა. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ რეალურად გაეცნობიერებინა ის მკაცრი მიდგომა, რაც კანონმდებლებმა აირჩიეს, ამიტომ შექმნა პლატფორმა, სადაც შეიქმნა დოკუმენტური, ფოტო, ვიდეო, ხმოვანი მასალის საფუძველზე საქართველოში ნარკოპოლიტიკის განვითარების ისტორიული ბაზა, რომელსაც აქვს ონლაინმუზეუმის სახე”, – ნათქვამია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის განცხადებაში.
ვებგვერდი „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „მსოფლიო ექიმები საფრანგეთის“ ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.