საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

პუბლიკა

3-4 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართავს.