საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

პუბლიკა

საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფაშიანიანი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

„სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.