დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე გლობალურ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და საქართველოში არსებული ვითარებაც მიმოიხილა.
მისი თქმით, საქართველო ჯერ ისევ რჩება დაბალი რისკის ქვეყნად, რადგან აქ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შემთხვევა.
„საქართველოში ამ ეტაპზე არ გვაქვს არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დილის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ 6 ადამიანია. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ორ ადამიანი. ამ ორ ადამიანზე კვლევა ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარდა. ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეიდან საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში, კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა უკვე შესაძლებელი იქნება. გამყრელიძის თქმით, საქართველოს კორონავირუსის კვლევისთვის საჭირო რეაგენტები გერმანიამ მიაწოდა.
.