საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსლ კანონს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსლ კანონს მხარი დაუჭირა.

„რადგან ალტერნატიული კანონპროექტები არის წარმოდგენილი ჩვენ ამ ფორმით უნდა ვუყაროთ ამ საკითხს კენჭი, რომ კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ძირითად პროექტად გათვალისწინებული იქნეს, მიღებულ იქნეს საფუძვლად და ეს იქნება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბატონმა მამუკამ წარმოდგვიდგინა, ხოლო რაც შეეხება ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს, გთავაზობთ, რომ იყოს უარყოფილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილავს.