დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის გამართვის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ აკონკრეტებენ. ასევე უცნობია ბრიფინგის თემა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის facebook – ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან.
დღესვე, პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთან.
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრა გამართა ასევე კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.