საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც შობა კათოლიკურ სამყაროს და კათოლიკე მოქალაქეებს მიულოცა.
„ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!“,– წერს ზურაბიშვილი.
დღეს, 25 დეკემბერს საქართველოში შობას აღნიშნავენ როგორც კათოლიკეები, ასევე ბაპტისტები, პროტესტანტები, ლუთერანები… რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საშობაო ლიტურგია ჩატარდა როგორც კათოლიკურ ტაძრებში, ასევე ევანგელურ-ლუთერულ, ამერიკულ ბაპტისტურ ეკლესიებში.
მთელ მსოფლიოში ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი ქრისტესშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.