საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

„ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 120 დეპუტატი დარეგისტრირდა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ენმ და „ევროპული საქართველო“.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.