საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. არჩევნების შედეგები პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირის წევრებმა ახალ პრეზიდენტთან ერთად გამოაცხადეს.

იყო ერთი კანდიდატი, ბ-ნ იოსებ ტყემალაძე, რომელიც აირჩიეს აბსოლუტური უმრავლესობით. მობრძანებულმა 42-მა დელეგატმა ხმა მისცა ბ-ნ სოსოს და დღეს იგი ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად. დარჩენილია ფორმალური საკითხები. ფორმალური საკითხებიც მომზადდება. მომზადდება ყრილობის დებულებაც. ამის შემდეგ შევიტანთ საჯარო რეესტრში და დაველოდებით რეესტრის გადაწყვეტილებას. ამის მერე ბ-ნ ზაზა გახდება ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ჩვეულებრივ იმუშაოს და მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს საქართველოს რაგბის კავშირს“, – განაცხადა რაგბის კავშირის ერთ-ერთმა წევრმა პრესკონფერენციაზე.

არჩევნები „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. შენობის გარეთ შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები და მობილიზებულია პოლიცია. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას ყოფილი მორაგბე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა. აბუსერიძემ 30 დეკემბერს არჩევნები მოიგო, თუმცა საჯარო რეესტრმა კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. 30 დეკემბერს აბუსერიძის კონკურენტი გოჩა სვანაძე იყო. ის პროცესში ამჯერად არ მონაწილეობს.

აბუსერიძე და მისი მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ის არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა.