საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა

პუბლიკა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

„მსოფლიო რაგბიმ რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ, მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა. რუსეთს 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული შედეგები შეუნარჩუნდა, საქართველოსთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან გასამართ მატჩებში კი, წაგებები ჩაეთვალა. შედეგად, სამივე გუნდმა 4-4 საცხრილო ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებს 35 ქულა მოუგროვდათ და ევროპის ორ მოწინავე გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრეს.

2003 წლის შემდეგ, საქართველო მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს!“, – ნათქვამია ქართული რაგბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.