საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მგზავრთა შეუფერხებლად გადაყვანას ვერ ახერხებს

პუბლიკა

„საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პერიოდულად შექმნილი ძაბვის პრობლემების გამო რკინიგზა ვერ ახერხებს მგზავრთა შეუფერხებელ გადაყვანას.

„ძვირფასო მგზავრებო!

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას”.

– ვკითხულობთ განცხადებაში.