საქართველოს რკინიგზამ დღეიდან მუშაობა განაახლა | რეისები და Covid-რეგულაციები

პუბლიკა

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა დღეიდან სამგზავრო გადაყვანებს იწყებს.

რაც შეეხება covid-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი-თბილისი და
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი.