საქართველოს საელჩო ჩეხეთში: ამოქმედდა ცხელი ხაზი, გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

პუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აცხადებს საელჩო.


რაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტთან სროლის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იან პალახის მოედანზე, სადაც კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.

ხელისუფლების განცხადებით, მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას და სახლში დარჩნენ.

ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია.