საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რუმინეთი ამხანაგურ მატჩში 2-1 დაამარცხა

პუბლიკა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი, სტუმრად 2-1 ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ მეტოქის კარში მე-2 გოლი გაიტანა.

საქართველოს კარში გოლი კი ანდრეი ივანმა გაიტანა 78-ე წუთზე.