საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.

მათი ინფორმაციით, კატრინ კოლონა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში 28 აპრილს ჩამოვა.

დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.