საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი - შსს

პუბლიკა
მასალა განახლებულია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თვითმფრინავი ჩამოვარდა. კადრები და ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო მედია „იმედმა“ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი. თავდაპირველად უწყებამ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ თურქული სატვირთო ბორტი ჩამოვარდა, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია შეცვალა.

უწყება ამბობს, რომ თვითმფრინავი „პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით“.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – წერია შსს-ს განცხადებაში.