საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, არა რუსული - იუკნევიჩიენე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი რასა იკუნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ქვეყანას EU-ში გაწევრება სურს, არ უნდა მიიღოს რუსული კანონი. ის სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოქალაქეების პროტესტს.

„საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, არა რუსული უცხოური აგენტების კანონი, თუ ქვეყანას უნდა, რომ EU-ში გაწევრდეს. ეს დაეხმარება ქვეყანა კრემლის აგენტებისგან გაიწმინდოს. მე სრულიად ვუჭერ მხარეს ქართველების პროტესტს უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ, რადგან ამ კანონს მიჰყავხართ რუსეთისკენ, არა ევროკავშირისკენ”, – წერს ის.

თბილისში პარლამენტის წინ 15, 16 და 17 აპრილს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც.

16 აპრილს სპეცრაზმმა საპროტესტო აქციაზე მოაქალაქეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 ადამიანი, ზოგიერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რომლებიც როგორც ვიდეო და ფოტო კადრებში ჩანდა დაკავებისას მიაყენეს. გუშინდელ აქციაზე დააკავეს 2 პირი. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროცესს აკვირდებოდა და საზოგადოებას მალე მიაწვდის ინფორმაციას პროპორციულად გამოიყენა თუ არა ძალა შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.