მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
ვიზიტის შესახებ tviter-ზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა. მისი თქმით, ვროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირის გაღრმავების გზით, საქართველოს თავისი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში. მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს.
ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.