საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი, ლია მიქაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლია მიქაძე.  ის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი. 1956 წლის 30 დეკემბერს,  როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. ის საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა.