ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოახდინა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის”. – აცხადებს ანა ფოტიგა.
როგორც #საქართველოს?? დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში.
მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. pic.twitter.com/wMfqEl4HyO
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) October 20, 2021
ტვიტერზე პოსტი ანა ფოტიგამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა.
„მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას წერილზე, რომელსაც ხელს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც აწერს.