საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას "ტრიოს" ფორმატში შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობას ვიმსახურებთ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

“ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები.