„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა“ - ზაზა ფაჩულია

პუბლიკა

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა. მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი შინაარსის განცხადება ჰქონდა საკალათბურთო ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს თორნიკე შენგელიასაც.

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა იქ ვარ მეც“ , განაცხადა მან.

პარლამენტის მიერ აგენტის შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას კალათბურთელთა ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილიც გამოეხმაურა. დღის განმავლობაში განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა სპორტის სახეობების სპორტსმენებმა. მაგ: „ნაპოლის“ ფეხბუთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა და ა.შ.