საქართველოს ევროპის რეგიონში ინციდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - WHO

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს:

1,605,472

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევათა დადასტურებული რაოდენობა. ერთ მილიონ მოსახლეზე – 432 000 შემთხვევა. საქართველოს WHO-ს ევროპის რეგიონში ინციდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

36,2%

მოსახლეობის პროცენტი, რომელსაც ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული ანუ 1,349,953 ადამიანი. WHO-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველოს 49-ე ადგილი უჭირავს.

10

ვაქცინათა რაოდენობა, რომელთაც მინიჭებული აქვთ WHO-ს მიერ საგანგებო ვითარებაში გამოყენების დაშვება (EUL).

90%

პროცენტი, რომლითაც სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის მცირდება ჰოსპიტალიზაციის რისკი. სრული ვაქცინაციის შემთხვევაში სიკვდილის რისკი 99,8%-მდე მცირდება. (2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).

22

COVID-19-ით გარდაცვლილთა საშუალო დღიური მაჩვენებელი, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე.

0.5 მილიონი

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის 33 ქვეყანაში 60+ ასაკის 470 000 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

10,4 მილიარდი

მედპერსონალის მიერ გლობალურად ადმინისტრირებული ვაქცინების საერთო რაოდენობა, რომელთაგან 1,4 მილიარდი ადმინისტრირებულია WHO-ს ევროპის რეგიონში და 2,8 მილიონზე მეტი კი – საქართველოში.

10–20%

COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების დაახლოებით 10-20% აღენიშნება პოსტკოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი.

43%

საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის 43% განიცდის შფოთვის მნიშვნელოვან დონეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედპერსონალის დაახლოებით 40% აკმაყოფილებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკურ ზღვარს.

3-დან 1

2021 წლის იანვრიდან მარტამდე, WHO-ს ევროპის რეგიონის ყოველი 3 ქვეყნიდან 1-ში აღინიშნა შეფერხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისის მიწოდების მხრივ. კიბოს სკრინინგი ყველაზე მეტად შეფერხებულ სერვისებს შორისაა.

4,3 მილიონი

პანდემიამ, გაანულა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 2021 წლის ბოლოსთვის WHO-ს ევროპის რეგიონში სიღარიბის დღიურ ზღვარს (5,50 აშშ დოლარი) მიღმა აღმოჩნდა დამატებით 4,3 მილიონი ადამიანი.