საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში, ლევან დოლიძე გახარიას პარტიის წევრი იქნება

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება. ამის შესახებ ლევან დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას“, – განაცხადა ლევან დოლიძემ ჟურნალისტებთან. 

მისივე თქმით,  გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არამედ  კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

„ამასთან, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისა და გარემოსთვის, ასევე – კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ”, – განაცხადა დოლიძემ.